18:41 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-18 17:24:04, 1032 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი – რატი ბრეგაძე უტიფრად საუბრობს დასკვნაზე, რომლითაც დადგინდა სააკაშვილის უფლებების დარღვევა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძს გუშინ ჰქონდა პროპაგანდისტული გამოსვლა და მისი საუბარი არ შეეხებოდა არც ადამიანის უფლებებს და არც კანონის უზენაესობას.

ადვოკატის თქმით, იუსტიციის მინისტრი უტიფრათ საუბარობს სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე, რომლითაც დადგინდა ექს–პრეზიდენტის უფლებების ფუნდამენტური დარღვევა. 

"რატი ბრეგაძე გუშინ კვლავ საუბრობდა პოლიტიკური დაკვეთიდან გამომდინარე. პროპაგანდისტული გამოსვლა ჰქონდა და მისი საუბარი არ შეეხებოდა არანაირად არც ადამიანის უფლებებს, არც კანონის უზენაესობას. უტიფრად საუბრობს სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე, რომლითაც დადგინდა მიხეილ სააკაშვილის უფლებების ფუნდამენტური დარღვევა. რატი ბრეგაძე ახლა საუბრობს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოში წაიღებს ამ საქმეს და გაიმართლებს თავს. მთელმა საზოგადოებამ ვნახეთ, ვისაც ოდნავ აქვს პრეტენზია ობიექტურობაზე და ჰუმანურობაზე, რომ რაც გააკეთა პენიტენციურმა სამსახურმა, იყო ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა", – განაცხადა ადვოკატმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics