|
2021-12-18 11:34:31, 887 ნახვა
პოლიტიკა
PACE მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, დაძლიონ უკიდურესად პოლარიზებული გარემო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები, ტიტუს კორლატენი და კლოდ კერნი, მოუწოდებენ საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური კლიმატი. „პოლარიზაცია ძირს უთხრის ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას და დემოკრატიულ კონსოლიდაციას, რაც საქართველოს მიერ წლების განმავლობაში მიღწეულ პროგრეს, საფრთხეს უქმნის“, – აცხადებენ დამკვირვებლები. მომხსენებლები აღნიშნავენ, რომ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვლინდა ამომრჩევლებზე ზეწოლის, ასევე ძალადობის შემთხვევები. დამკვივრვებლებმა ყურადღება გაამახვილეს უმცირესობათა თემაზეც და მოუწოდეს ხელისუფლებას, დასაჯონ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები და ძალები, რომლებიც მათ მხარს უჭერდნენ. „მომხსენებლებმა გამოთქვეს შეშფოთება ლგბტ თემის მიმართ ჰომოფობიისა და შეუწყნარებლობის მზარდი საჯარო გამოხატვის გამო. ამ კონტექსტში მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმები და კონტრდემონსტრაციები, რომლებიც მოხდა პრაიდის კვირეულზე 2021 წლის ივლისში. მომხსენებლებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, სრულად გამოიძიონ ეს ძალადობრივი ქმედებები და დამნაშავეები დაისაჯონ, მათ შორის ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები და ის ძალები, რომლებიც მათ მხარს უჭერს“, – ნათქვამია მომხსენებელთა განცხადებაში.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)