11:06 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-16 23:32:21, 857 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - სამწუხაროდ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზში ძალიან მწირად არიან წარმოდგენილები

„მინდა, გულწრფელი სინანული გამოვთქვა იმ გარემოების გამო, რომ სამწუხაროდ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზში ძალიან მწირად არიან წარმოდგენილები", - ასე დაიწყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტართა კითხვებზე პასუხების გაცემა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო იუწყება.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ეს ეხება არამარტო დღევანდელ სხდომაზე მის გამოსვლას, არამედ გუშინ უმთავრესი ეკონომიკური დოკუმენტის, ბიუჯეტის დამტკიცებას, დღეს დილიდან კი პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენას.

„როდესაც თითქოს ყველას გული შესტკივა, რა ხდება ინფლაციასთან, ფასებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ,  ბევრი თავს არ იწუხებს, რომ  ელემენტარულად, მოემზადოს და დასვას პროფესიული შეკითხვები. ამიტომ განსაკუთრებული მადლობა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, ვინც კითხვები დამისვა. მიუხედავად იმისა, მისაღებია თუ არა ჩემთვის კითხვები პათოსი თუ შინაარსი, რა თქმა უნდა, ყოველთვის მივესალმები, რომ ამ დარბაზში მიმდინარეობდეს საქმიანი დისკუსია", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics