|
2021-12-16 23:22:46, 857 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - შერიგებაზე საუბარი შეუძლებელია
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ღონისძიების შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადება გააკეთა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა და სხვები ქურდობაში, წამებაში, ყაჩაღობაში, ტერიტორიების დათმობაში, მედიის მიტაცებაში, ბიზნესის რეკეტში არიან მხილებულები და ამის შემდეგ, მათ კიდევ აქვთ პოლიტიკოსად დაჩენის ამბიცია, შერიგებაზე საუბარი არის შეუძლებელია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, როგორც წინა, ასევე ახლანდელი ხელისუფლების ნებისმიერი ფაქტობრივი მოცემულობა შეაფასონ, რათა გადაწყდეს, თუ ვის აქვს პოლიტიკაში დარჩენის მორალური უფლება. „როდესაც სააკაშვილი, უგულავა და ასე შემდეგ, არიან ეჭვმიტანილები კიარა, მხილებულები ქურდობაში, წამებაში, ყაჩაღობაში, ტერიტორიების დათმობაში, მედიის მიტაცებაში, ბიზნესის რეკეტში და ასე შემდეგ და მათ კიდევ აქვთ პოლიტიკოსად არჩევის ამბიცია, ასეთ დროს, ბუნებრივია, შერიგებაზე საუბარი არის შეუძლებელი. მზად ვართ ნებისმიერი ფაქტობრივი მოცემულობა შევაფასოთ, რაც უკავშირდება წინა ხელისუფლებას, რაც უკავშირდება ჩვენს ხელისუფლებას. ერთად დავსხდეთ, შევაფასოთ ყველაფერი და ამის მიხედვით განვსაზღვროთ, ვის აქვს მორალური უფლება დარჩეს პოლიტიკაში და ვის არა. ქალბატონ სალომეს აქვს თავისი პოზიცია დაფიქსირებული ამასთან დაკავშირებით, მას აქვს რამდენჯერმე ნათქვამი, რომ არ აპირებს სააკაშვილის შეწყალებას... ხუთჯერ თქვა ადამიანმა, რომ არ აპირებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)