11:08 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-16 17:44:27, 561 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - მსოფლიო ბანკის დახმარებით საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ინტერნეტკაბელის მშენებლობაზე სრულყოფილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, 2021 წელს, მსოფლიო ბანკის დახმარებით  საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ინტერნეტკაბელის მშენებლობაზე სრულყოფილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყება. ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში „მინისტრის საათი"-ს ფორმატში მოხსენებისას ისაუბრა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პროექტი  შავი ზღვის წყალქვეშა  მაღალი ძაბვის მუდმივი დენის გადამცემი კაბელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც  ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს.  ნათია თურნავას შეფასებით, პოტენციურად ეს არის არანაკლები მნიშვნელობის პროექტი, ვიდრე თავის დროზე ბაქო-ჯეიჰანის პროექტი იყო.

„ეს არის სრულიად ახალი რეალობა, როდესაც ჩვენი ენერგეტიკული ბაზარი ფიზიკურადაც იქნება ევროპულ ბაზართან დაკავშირებული და არამარტო იურიდიულად და სამართლებრივად. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1,195 კილომეტრის სიგრძის 1000 მგვტ-ის სიმძლავრის მქონე კაბელი რუმინეთის ტერიტორიაზე დაუკავშირდება აღმოსავლეთ ბალკანების სანაპიროს, რაც  სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics