|
2021-12-16 16:09:50, 506 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა. - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროკომისიაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებსა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. "პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების შეუქცევადობა და აღნიშნა, რომ სწორედ ამის დადასტურებაა საქართველოს მთავრობის გეგმა, 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთების შესახებ. შეხვედრისას, მთავრობის მეთაურმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები, ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესი, ასევე ისაუბრეს მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე. მათ შორის, საუბარი შეეხო ენერგოუსაფრთხოების საკითხებს და საქართველოში განახლებადი ენერგიის წარმოების კუთხით არსებულ პოტენციალს." - წერია ინფორმაციაში.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)