|
2021-12-14 09:48:47, 425 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძემ აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრს სერვისების მიწოდების სფეროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას სამინისტროს განვითარების ათწლიანი სტრატეგია გააცნო. რატი ბრეგაძისა და ფიქრათ მამადოვის შეხვედრა ვენეციაში ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ფიქრათ მამადოვს ინფორმაცია მიაწოდა სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით დაგეგმილ ინოვაციურ რეფორმებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას, მათ შორის, მობილური იუსტიციის სახლების ინოვაციურ პროექტს, აგრეთვე, პრობაციისა და პენიტენციური სისტემების რეფორმას. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდება. ფიქრათ მამადოვმა რატი ბრეგაძე აზერბაიჯანში მიიწვია. მინისტერიალში „დანაშაული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების როლი ევროპაში“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ. რატი ბრეგაძემ მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების მიღწევები და მისი სამომავლო განვითარების ხედვა გააცნო. ორდღიანი მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრები გამართა იტალიის, უნგრეთისა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებთან. რატი ბრეგაძის ვიზიტი იტალიაში დღეს დასრულდება.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)