|
2021-12-06 22:22:43, 586 ნახვა
პოლიტიკა
მედიის რეგულირებაზე განცხადებები საგანგაშოა – კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ინიციატივას ეხმაურება, რომელსაც მედიისთვის, კერძოდ კი ტელევიზიისა და რადიოსთვის დამატებითი რეგულაციების დაწესება სურს. არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ კახა ბექაურის ეს განცხადება საგანგაშოა და ქვეყანაში კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რეალურ საფრთხეს შეიცავს. ორგანიზაციის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომუნიკაციების კომისია მედია კანონმდებლობის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს და მათ შორის სიძულვილის ენის რეგულირებაზე. კომისიას ამ რეგულაციების მიღების არგუმენტად ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია მოჰყავს, თუმცა, კოალიციის შეფასებით, საქართველოს მედიაგარემოსა და პოლიტიზებული სახელმწიფო უწყებების კონტექსტის გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ რეალურად მსგავსი ცვლილებები ქვეყანაში კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)