21:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-02 17:46:02, 1160 ნახვა

სამართალი
მაკო გომურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

მაკო გომურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს

საიას ცნობით, მაკო გომური სამინისტროსაგან ჯანმრთელობისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასა და შრომისუნარიანობის შემცირების გამო სარჩოს დაკისრებას ითხოვს. 

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მაკო გომური 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალდა. შსს-ს მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიების სროლის შედეგად მაკომ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო. კერძოდ, მას რეზინის ტყვია მოხვდა მარცხენა თვალში, რის შედეგადაც დაკარგა თვალი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას მიღებული აქვს სხეული დაზიანება მძიმე ხარისხით, რამაც გამოიწვია საერთო შრომისუნარიანობის შემცირება. საქმეზე, მოსარჩელის ინიციატივით, ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, რომლებსაც ეფუძნება სასარჩელო მოთხოვნები.

მაკო გომურის ინტერესებს სასამართლოში  საია იცავს. აღსანიშნავია, რომ საიას 20-21 ივნისს დაზარალებული 8 პირის სახელით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით უკვე აქვს სარჩელები სასამართლოში წარდგენილი. სხვა დაზარალებულების სახელითაც უახლოს მომავალში იგეგმება სასამართლოში სარჩელების წარდგენა“, - ვკითხულობთ საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics