23:12 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-02 14:02:47, 494 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობამ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის დაფინანსება დაიწყო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამით ფარგლებში დაფინანსებული  როლანდ ნოღაიდელი მოინახულა. -ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, აჭარის მთავრობამ  გულის ტრანპლანტაციის დაფინანსება წელს პირველად დაიწყო.

მათივე ცნობით, როლანდ ნოღაიდელი, პირველია ვინც აღნიშნული პროგრამით ისარგებლა.

ამასთან, პროგრამის ფარგლებში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, თითოეული პაციენტი 200 000 ლარით ფინანსდება. დაფინანსების პროცესში ჩართულია აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდი და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. დაფინასებით აჭარაში წელს ორმა პაციენტმა ისარგებლა ორმა პაციენტმა, ორივე მათგანის ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით, ამჟამად გულის გადასანერგად კიდევ ერთი პაციენტი გაემგზავრა.

აჭარის მთავრობა გულის ტრანსპლანტაციასთან ერთან აფინანსებს ღვიძლისა და ძვლის ტვინის გადანერგვას როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის კლინიკებში. ტრანსპლანტაციის  პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics