00:12 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-30 16:46:19, 672 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და ბულგარეთს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და  ბულგარეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფრომდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ“ შეთანხმების  მიზანი მხარეებს შორის დროებითი ლეგალური დასაქმებისათვის საჭირო დოკუმენტების, კერძოდ საიმპლემენტაციო პროცედურების მომზადებაა.

აღნიშნულ თემაზე  მუშაობის პერიოდში მხარეებს შორის არაერთი მოლაპარაკება გაიმართა.

„დოკუმენტს ხელი ბულგარეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სოფიაში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ და ბულგარეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ  ლაზარ ლაზაროვმა მოაწერეს.“ - წერია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics