|
2021-11-30 15:03:26, 770 ნახვა
ეკონომიკა
როგორ იქცა საყვარელი საქმე, მშობლიური მხარის სიმბოლოდ - 14 წლის გიგა გვაძაბია კლუბ ,,სოხუმის“ მორაგბეა
მოგონებები მშობლიურ მხარეზე 14 წლის გიგა გვაძაბიას გულსაც და გონებასაც თანაბარი სიმძაფრით შემორჩა. თვალს დახუჭავს და საყვარელ სანაპიროს ხედავს. ფიქრობს რომ ზღვას იქ სხვა სუნი აქვს, თითქოს მზეც უფრო თბილი და ნათელია, იქაური სიმწვანეც არასოდეს გახუნდება. სოფელ ბარღევში დაიბადა და გაიზარდა. ყველა კუთხე-კუნჭული, რაც აფხაზეთში მოუვლია, მის მეხსიერებაში ღრმად არის ჩაბეჭდილი და იქაური მაგნოლიებივით, ფერს არც გიგას მოგონებები შეიცვლის. ,,აფხაზეთში საოცარი ადგილებია, რომ ნახოთ გაგიჟდებით. ძალიან განსხვავდება სხვა ქალაქებისგან. სოხუმი და გაგრა ძალიან ლამაზია, იქ მირჩევნია იმიტომ რომ იქ ჩემი სოფელია, იქ ჩემი სახლია“. ახლა ზუგდიდში ცხოვრობს, სახლს სადაც დაიბადა დაახლოებით 100-მდე კილომეტრი აშორებს, მაგრამ მანძილი რა დასათვლელია, როცა საყვარელი საქმით სოხუმის სახელს მუდმივად თან ატარებს. 14 წლის მორაგბე რაგბის კლუბი ,,სოხუმის“ წევრია.
,,6 წელია რაგბიზე დავდივარ. ,,სოხუმში’’ 5 წლის წინ დავიწყე ვარჯიში. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ვთამაშობ რაგბს და მითუმეტეს რაგბის კლუბ ,,სოხუმში“, ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და პატივია“. პატარაობიდან მიზანდასახული და უშიშარი ბავშვი იყო, ყოველთვის იზიდავდა ეს სპორტი და მიაჩნია, რომ სწორედ იმ თვისებებით გამოირჩეოდა, რაც წარმატებულ მორაგბეს სჭირდება. რაგბი რომ მისი ცხოვრების ნაწილი გახდებოდა იმ დღესვე გადაწყვიტა, როცა მოედანზე პირველად დადგა ფეხი. ,, ბიძაშვილმა შემიყვანა რაგბზე და ბოლომდე უნდა გავაგრძელო, ეს მიზანი დავისახე თავიდანვე. თამაშის დროს რაღაცას რომ იტკენ ტირილი არ უნდა დაიწყო და მოედნიდან არ უნდა გახვიდე, უნდა იბრძოლო ბოლომდე, უნდა ითამაშო. შენსას უნდა მიაღწიო, არ დანებდე, შენი გუნდი და თანაგუნდელები არ უნდა მიატოვო. სანამ სუნთქავ, არ კვდები და უნდა ითამაშო ბოლომდე“. მიზანი დიდი აქვს. მოლოდინიც. თამაშის წესების ცხოვრებაში გადმოტანას ფიქრობს და სჯერა, რომ ამ გზით ოცნებას აიხდენს. ,,ვოცნებობ, რომ საქართველო გაერთიანდეს. მინდა, რომ ჩვენი გუნდი იყოს პირველადგილოსანი. და მინდა, რომ მე პირადად საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში ვითამაშო, შევიძინო დიდი გამოცდილება და მერე დავბრუნდე ჩემ ქვეყანაში. ჩემი ცოდნა გავუზიარო და ვასწავლო აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს. რაგბი არის გუნდური სპორტი და თუ ასე ერთ გუნდად ვიქნებით ცხოვრებაშიც მართლა მჯერა, რომ დავიბრუნებთ აფხაზეთს“.
რაგბის კლუბი ,,სოხუმი“ 2016 წელს დაარსდა. ვარჯიში, ფორმა, კვება, ტრანსპორტირება, საჭირო ინვენტარი და ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები გუნდის ყველა წევრისთვის უფასოა. კლუბისთვის საჭირო ფინანსების მოძიება დამფუძნებლებს წლების მანძილზე სხვადასხვა ხერხით უწევდათ - 30-ზე მეტი ბავშვით დაკომპლექტებული გუნდი შემოწირულობებით არსებობს. 2021 წლის აგვისტოდან „სოხუმის“ სპონსორი „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ გახდა, რომელიც კლუბის საჭიროებებზე მთელი წელი იზრუნებს და ყველა აქტივობაში აქტიურად იქნება ჩართული.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)