|
2021-11-26 15:25:13, 972 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ბიუჯეტის დამტკიცებაზე - 2022 წელს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, ერთი წამიც კი დაიკარგოს
თითოეულ მუნიციპალიტეტს სჭირდება ბიუჯეტი იმისთვის, რომ მერებმა შეძლონ ხალხის საჭიროებებზე მუშაობა, - ასე გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზუგდიდსა და ბათუმში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას განვითარებულ მოვლენებს. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, 2022 წელს საქართველოს არ აქვს ფუფუნება, დაკარგოს ერთი წამიც კი. „ახალი საკრებულოები მუშაობას შეუდგება მხოლოდ 3 დეკემბრიდან, შესაბამისად, ძველი საკრებულოები ამ მომენტში კარგავენ უფლებამოსილებას. ძველი საკრებულოები ამტკიცებენ ბიუჯეტს იმის გამო, რომ დრო არ დაიკარგოს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის აღმშენებლობის კიდევ უფრო მაღალი ტემპი უნდა გვქონდეს. 2022 წელს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, დაკარგოს ერთი წამიც კი, ამიტომ თითოეულ მუნიციპალიტეტს ადგილზე სჭირდება ბიუჯეტები იმისთვის, რომ მერიებმა შეძლონ ხალხის საჭიროებებისთვის იმუშავონ 24 საათის განავლობაში“, - განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, ზუგდიდსა და ბათუმში 2022 წლის ბიუჯეტი 2017 წელს მოწვეულმა საკრებულომ დაამტკიცა. აღნიშნულ ფაქტს სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც, სამართალდამცველებმა მათ საკრებულოს შენობა დაატოვებინეს.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)