23:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-26 10:06:44, 900 ნახვა

სამართალი
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დღეს დასრულდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დღეს დასრულდება.

დღეს, კომიტეტი ორ კანდიდატს – ნინო სანდოძესა და თეა ძიმისტარაშვილს მოუსმენს.

„ეს პროცესი უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ასეთი გამჭვირვალე ფორმა 2019 წლამდე არ არსებობდა. სწორედ, „ქართული ოცნების" გუნდის დამსახურებით ჩვენ შევძელით მიგვეღწია ასეთი გამჭვირვალე პროცესის წარმართვისთვის  და ჩვენს საზოგადოებას აქვს პროცესის სრული მონიტორინგის შესაძლებლობა", - განაცხადა იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის - კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის მიხედვით წარიმართება.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics