03:40 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-22 17:37:03, 896 ნახვა

საზოგადოება
ექიმი - ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხვალიდან იგეგმება საკვების მიცემა

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია საკვების მიღებას სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყებს.

“ნიუ ჰოსპიტალსის” შინაგანი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს ელენე ხოშტარია ამ ეტაპისთვის საკვებ დანამატზე იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან ექიმის თქმით, კვების აღდგენის პროცესში მოსალოდნელია გართულებები.

"ამ ეტაპზე პაციენტ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება.  ვაძლევთ კალორაჟს კილოგრამ წონაზე გადაანგარიშებით. ხვალიდან იგეგმება საკვების მიცემა. ამ ეტაპამდე საკვებ დანამატზეა, რომელიც არჩეულია ჩვენს მიერ, ამით ხდება მკაცრი კონტროლი იმ კალორაჟისა, რომელსაც ვაწვდით. ვინაიდან, კვების აღდგენის პროცესში მოსალოდნელია გართულებები კვების კალორაჟის მიღების პარალელურად , ამიტომ საჭიროებდა ეს ვითარება მაქსიმალურ კონტროლს. ალბათ, პაციენტის გაწერაზე საუბარი ჯერ ადრეა. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელი რისკები გვაქვს, რომ განვითარდეს კვების აღდგენის პროცესთან დაკავშირებული გართულებები. " ,- აღნიშნავს ექიმი.

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში 17 დღის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics