08:22 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 23:50:01, 1573 ნახვა

მსოფლიო
საათი და 25 წუთი, აშშ-ს ისტორიაში პირველად, პრეზიდენტის მოვალეობას ქალი ასრულებდა

ერთი საათი და 25 წუთის განმავლობაში, აშშ-ს ისტორიაში პირველად, პრეზიდენტის მოვალეობა ქალმა შეასრულა.  ვიცე-პრეზიდენტიმა, კამალა ჰარისმა პრეზიდენტის მოვალეობა დღეს გადაიბარა. ბაიდენი დილიდან მივიდა უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში ყოველწლიური სამედიცინო შემოწმებისთვის. მოქმედმა პრეზიდენტმა გეგმური კოლონოსკოპიია  ანესთეზიის ქვეშ ჩაიტარა.
თავისი 79-ე დაბადების დღის წინ, პრეზიდენტი მერილენდის შტატში გაემგზავრა სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად. თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის განცხადებით, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმაც ჩაიტარა მსგავსი პროცედურა 2002 და 2007 წლებში. 
აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობით, ვიცე-პრეზიდენტი ჩვეულებრივ ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობებს მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ისეთ სამედიცინო პროცედურას გადის, რომელიც ანესთეზიას საჭიროებს. ამგვარად, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ რამდენჯერმე გადაიბარა პრეზიდენტის უფლებამოსილება, ვიდრე ბუში რუტინულ კოლონოსკოპიას იტარებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics