12:43 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-14 17:06:34, 743 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - ხვალ, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე აქციებით გადავკეტავთ მოძრაობას ორივე სანაპიროზე

"ხვალ, 15 ნოემბერს, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე ჩვენი აქციებით გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია Facebook-ზე წერს. 

მისი თქმით, ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო მწვავე გახდება. 

"ხვალ, 15 ნოემბერს, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე ჩვენი აქციებით გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე.

მე მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო მწვავე გახდება!

სახლში ჯდომის დრო აღარ არის, თუ გვინდა ქვეყანას ავარიდოთ უბედურება და შემდგომში მრავალწლიანი სამოქალაქო გახლეჩა!

გთხოვთ ყველას, ვისაც ხვალ გაქვთ გადაუდებელი საქმე, არ დაგეგმოთ საავტომობილო გზების გამოყენება ამ საათებში!

რეჟიმი უნდა ვარყიოთ, სანამ არ ჩამოინგრევა!

პ.ს. შემოუერთდით სამართლიან ბრძოლას. გიწვევთ ხვალ აქციებზე და შეკრების ზუსტ ლოკაციებს დღეს საღამოს შეგატყობინებთ!"- წერს მელია. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics