13:42 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-13 16:13:06, 780 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია - საქართველოს ევროპარლამენტარების მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ეწვევა

პარტია "დროას" დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად, პარლამენტში საგანგებო ბრიფინგი გამართა.

ოპოზიციონერმა ლიდერებმა პენიტენციურ დაწესებულებაში ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას არ შეშვებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს.

ამასთან, პოლიტიკოსები მოუწოდებენ მოქალაქებს დღევანდელ საპოროტესტო აქციას შეუერთდნენ.

"თქვენ იცით რომ გუშინ საგანგებო ვიზიტით ჩამოვიდა ევროპარლამენტარი, თავისუფლებისთვის მებრძოლი ანა ფოტიგა. მისი ვიზიტის მიზანი იყო სააკაშვილის მონახულება და ჯანმრთელობის მონიტორიგნი . ხელისუფლებამ მას ყველანაირი კანონდარღვევით უარი უთხრა. ამ საგანგებო მდგომარეობაში გვნდა ყველამ გაგიზიაროთ რას ნისნავს ე ჩვენი ქვეყნისთვის და რას ნიშნავს ეს ამ კონკრეტული კრიზისისთვის." - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დეპუტატი სალომე სამადაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს ანა ფოტიგას სოციალური ქსელების საშუალებით მადლობა გადაუხადონ. 

დეპუტატის განცხადებით, საქართველოს  ევროპელი კოლეგების მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ეწვევა.

მე მინდა პირველ რიგში მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას, დღეს საქართვეოს ხელისუფებამ ღიად შეაქცია ევროპასს . მინდა მოგიწოდოთ ყველას ვისაც სოც ქსელზე ხელი მიგიწვდებათ ფოტიფას მადლობა გადაუხადოს ის იბრძვის ჩვენი ქვყნის ევროპული მომავლისთვის. მოგიწოდებთ მოხვიდეთ პარლამენტის წინ 5 საათზე. უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა ევროპელი კოლეგების მრავალრიცხოვანი შემადგენლობა. მათ ექნებათ მისია, რომ ერთი მხრივ გააკონტროლონ და შეამოწმონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, მაგრამ არა მხოლოდ ეს - ამ ვიზიტის მისია იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე სერიოზული წნეხის დაწყება იმისთვის, რომ ღიად განაცხადონ, რა არის ხელისუფლებიას მიზანი - ქვეყნის შემობრუნება რუსეთის მიმართულებით, თუ ევროატლანტიკური მიმართულებით”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics