13:42 - 29 Jul, 2026
|
2021-11-13 12:41:04, 744 ნახვა
პოლიტიკა
ანა ფოტიგა – სააკაშვილთან ვიზიტზე უარი მითხრეს, მთავრობა პასუხისმგებელია მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომელიც საქართველოში გუშინ, ექს–პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მოსანახულებლად ჩამოვიდა აცხადებს, რომ ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ შეუშვეს. ანა ფოტიგა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან კეთილი ნებისა და გამჭვირვალობის ნაკლებობაა, რისი მოგვარების შანსიც, მისივე თქმით, ჯერჯერობით არსებობს. "უარი მითხრეს ციხეში მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტზე. სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან კეთილი ნებისა და გამჭვირვალობის ნაკლებობაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ სიტუაციის მოგვარების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე", – წერს ანა ფოტიგა.
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)