|
2021-11-12 21:44:18, 736 ნახვა
პოლიტიკა
ბუბა კიკაბიძე ზელენსკის შეხვდა და სააკაშვილის კიევში დაბრუნება თხოვა
ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი, ბუბა კიკაბიძე, 11 ნოემბერს კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის უკან, უკრაინაში დაბრუნება სთხოვა. - ამის შესახებ კიკაბიძემ უკრაინელ ჟურნალისტს დიმიტრო გორდონს განუცხადა. ' ძალიან კარგად მიმიღო. თავიდან ბოლომდე ყველაფერი მოვუყევი. მე ვკითხე, ბრძოლა წესების გარეშე გიყვარს-მეთქი? კიო. ჩამოდით-მეთქი თბილისში და ნამდვილ ბრძოლას წესების გარეშე განახებთ-მეთქი. ყველა სოფელს და ქალაქს მოგატარებთ, სადაც ურტყამენ ჟურნალისტებს და ოპოზიციონერებს. გუშინ კიდევ 60 კაცი დააკავეს, წამდაუწუმ არის ატეხილი ცემა-ტყეპა-მეთქი. ყველაფერი მოვუყევი და ვუთხარი, შენ ხომ ხარ, კაცო, უკრაინის პრეზიდენტი, ჰოდა, ეს (სააკაშვილი) შენი მოქალაქეა და შენ ის უნდა წაიყვანო. იმიტომ, რომ მანამ თქვენ ამას თავს მოაბამთ, ის (სააკაშვილი) იქ შეიძლება მოკლან-მეთქი. აი, ეგეთი ლაპარაკი იყო და იმ წუთშივე, საღამოს უკვე დაიწყო ტელეფონით ლაპარაკი საქართველოსთან და მიუსია ხალხი. ეგეთი ამბავი, რა." - უთხრა ბუბა კიკაბიძემ "რადიო თავისუფლებას"
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)