14:48 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-11 18:32:59, 918 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტის მზაობას გამოთქვამს და პირობას აყენებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის 42-ე დღეს შიმშილობის შეწყვიტის გადაწყვეტილება მიიღო. -  ამის შესახებ ინფორმაციას სააკაშვილის ადვოკატი და მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი მიმართვაში მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

"მივმართავ ყველა ქართველს, ხელისუფლების ქმედებები ჩემი შიმშილობის პირველი დღიდან დღემდე მიზანმიმართული და დაგეგმილი მკვლელობის ოპერაციაა, დამკვეთი ერთადერთია ვლადიმერ პუტინი. დღეს გავრცელებული კადრები, რომელიც კარგად ასახავს ვინ არის გამარჯვებული და ვინ ბლენეთის მხარეს უმძიმესად აზიანებს მთავარ ხელისუფელბას, ამიტომ თითქოს პარადოქსია, რატომ გამოაქვეყნა ხელისუფელბამ ეს კადრები, თუმცა ამ პარადაოქსს ერთი ახსნა აქვს მოხდეს ქართველი პატრიოტების უკიდურესი გაბრაზება, იმდენად რომ ხელისუფლების მომდევნო  პორვოკაციებმა გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირიპირება, რასაც მოყევება რუსეთის შემოსვლა და ქვეყნის ოკუპაცია. მე არ მაქვს უფლება არ  შევეწინააღმედგო ამ კატასტროფული სცენარის გავითარებას. მივიღე გადაწყვეტილება გავითვალისწინოს სტრასბურგის სასამართლოს თხოვნა და შევწყვიტო შიმშილობა. მეორე ამ შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა - შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი უფრო რთული ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი, ამიტომაც გლდანის საავადმყოფოში არ არის ამის პირტობები, გარდა ამისა წარმოუდგენელია ვენდო დაწესებულების თანამშრომლებს რომლები წამების პირობებში მამყოფებს და ასევე მათი ძალადობის ამსახველი კადრები დღეს იხილეთ.ასევე დიდ საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგანაც რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფები რამდენიმე კილომეტრში იმყოფებიან ამ ჰოსპიტალიდან - იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის დამკვეთია. შესაბამისად, ვითხოვ, ექიმთა კონსილიუმის მიერ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომელ მულტიფუნქციურ და მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში და მკურნალობის რა მეთოდით ვიქნები უზრუნველყოფილი პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესის დროს. კონსილიუმი უნდა იყოს პროფესიონალებისგან შემდგარი და პარიტეტულ საფუძველზე, ჩემი წარმომადგენლების და სახელმწიფოს მიერ დანიშნული წარმომადგენლობის თანაბარი ექიმების შემადგენლობით“, - ნათქვანია სააკაშვილის წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics