14:05 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-04 16:49:27, 547 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნიას განცხადებით, ე.წ მწვანე პასპორტის შემოღების შემთხვევაში, არსებული რეგულაციები ძალაში დარჩება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ე.წ. მწვანე პასპორტის მექანიზმის დანერგვის შემთხვევაში, ყველა დაწესებული კოვიდრეგულაცია, ძალაში დარჩება.

მისივე თქმით, ე.წ მწვანე პასპორტი ვერც ერთ დაწესებულ რეგულაციას ვერ ჩაანაცვლებს.

"ჩვენ ვსაუბრობთ, ე.წ. მწვანე საშვის, მწვანე პასპორტის მექანიზმზე, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულწილად ეპიდუსაფრთხოებაზე დამატებით მოთხოვნებს, მათ შორის, ვაქცინაციაზეც მოთხოვნას. ეს რამდენად იქნება დადებითი სტიმული ვაქცინაციის ქცევისთვის, რთული სათქმელია. მწვანე პასპორტის შემთხვევაში, ყველა ის რეგულაცია, რომელიც დაწესებულია კოვიდის მართვისთვის, ძალაში რჩება. მწვანე პასპორტი ვერცერთ შემთხვევაში, ვერ ჩაანაცვლებს ვერცერთ რეგულაციას,“- განაცხადა გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics