|
2021-10-31 15:40:10, 735 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი – მეორე ტურში შემოვიდა ბევრი საჩივარი ძალადობაზე, ძირითადად, ოპოზიციის მიმართ
ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ინა სენაიდერმა საქართველოში თვთიმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დაკვირვება შეაჯამა და განაცხადა, რომ გამოვლენილი საჩივრები ძირითადად ძალადობას ეხებოდა. ინა სენაიდერმა ზუგდიდში, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ ფაქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე ადგილზე ამომრჩევლების დაშინებას ჰქონდა ადგილი. „მეორე ტურში, ჩვენმა დაკვირვებამ დაადასტურა, რომ ძალიან ბევრი საჩივარი შემოვიდა ძალადობასთან, ხელისუფლების არასათანადო გამოყენებასთან, წამაქეზებელი სიტყვების გამოყენებასთან დაკავშირებით, ძირითადად, ოპოზიციის მიმართ. არჩევნების დღეს, ჩემი ჩავთლით ვაკვირდებოდით თბილისს, აქ არ იყო დიდი დარღვევა, ერთი ორი გართულების გარდა. ყოველთვის არ იყო მოცულობითი საარჩევნო უბნები, ადგილი არ იყო, რომ კოვიდრეგულაციები დაცული ყოფილიყო. გულწრფელად იმედი მაქვს, ეს კოვიდვითარება არ მოახდენს გავლენას თანამშრომლებზე და იქ მონაწილე პირებზე, დისტანცირება მართლაც აუცილებელია. ჩვენმა მეორე გუნდმა ზუგდიდში დააფიქსირა არეულობები საარჩევნო უბნების მახლობლად. ჩვენ ვიცით, რომ მედიამ გააშუქა ეს მოვლენა ზუგდიდის რამდენიმე საარჩევნო უბანზე. როგორც ჩანს, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების დაშინებას. ასევე მოსყიდვის ფაქტების შესახებაც მოგვახსენეს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვარს, აფხაზეთიდან ზუგდიდის მიმართულებით ვერ გადმოვიდნენ, რის გამოც ფაქტობრივად აღეკვეთათ არჩევნის განხორციელების უფლება. ჩვენ ვმუშაობთ თქვენთან ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ეს უნდა იყოს შეუქცევადი, ეს უკან არ უნდა შებრუნდეს. ამავე დროს, სოციალურ-ეკონომიკური ვითარება თქვენ ქვეყანაში ნამდვილად ისარგებლებდა, თუ პოლარიზაცია შემცირდებოდა. კარგი იქნებოდა, თუ საქართველოს პოლიტიკური კლასი წერტილს დაუსვამდა ამ გაყოფას და უფრო მეტად ყურადღებას გაამახვილებდა თანამშრომლობაზე, რეფორმებზე", – განაცხადა მან.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)