|
2021-10-27 10:47:21, 664 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - თბილისსა და მადრიდს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. "ეარ ევროპასა" და "იბერიის" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ურთიერთობა. მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიების წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ტემპების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებასა და იმ პოზიტიურ ტენდენციებზე, რომლებიც პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შემდეგ შეინიშნება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრიდან ქუთაისსა და ბარსელონას შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, თბილისსა და მადრიდს შორის პირდაპირი რეისების დანიშვნა კი პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოში როგორც ტურისტული ნაკადის ზრდის, ასევე ინვესტორთა მოზიდვის მხრივ. „ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას ევროპულ ავიაკომპანიებთან, იმისთვის, რომ გვქონდეს ახალი პირდაპირი რეისები საქართველოდან ევროპის მიმართულებით. დღეს შევხვდით ორ ავიაკომპანიას, რომელიც ბაზირებულია ესპანეთში. ორივე ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს დაწყებითი ფორმის მოლაპარაკება, იმისთვის, რომ გვქონდეს პირდაპირი რეისი თბილისი მადრიდის მიმართულებით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ბარსელონა-ქუთაისის მიმართულება ოპერირებაში ჩაეშვება 31 ოქტომბრიდან და აქედან გამომდინარე ბაზრების დივერსიფიცირება და დივერსიფიცირებული პირდაპირი მიმართულებები ჩვენთვის არის მთავარი პრიორიტეტი, იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მეტი ტურისტული ნაკადების ევროპიდან შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში, რაც რა თქმა უნდა იქნება გამაძლიერებელი ჩვენი ტურიზმის, ავიაციისა და ზოგადად ეკონომიკის მიმართულების", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. ავიაკომპანიებთან შეხვედრას საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი დაესწრო. „პირდაპირი რეისები ქვეყნებს შორის ხელს უწყობს როგორც ინვესტიციებს, ასევე ტურიზმის განვითარებას. ძალიან მოხარული ვარ, რომ განახლდება ავიაკომპანია Wizzair-ის ფრენები ბარსელონასა და ქუთაისს შორის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ დაინიშნოს ფრენები მადრიდსა და თბილისს შორის. ძალიან აქტიური და ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს ავიკომპანიებთან "ეარ ევროპა" და "იბერია". ეს წამყვანი ესპანური ავიაკომპანიებია. დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში დაინიშნება პირდაპირი ავიარეისები მადრიდსა და თბილისს შორის და ეს დაფარავს არამარტო ესპანეთსა და საქართველოს არამედ ლათინურ და ცენტრალურ ამერიკას. რაც ხელს შეუწყობს მეტი ტურისტი მოვიზიდოთ საქართველოში," - აცხადებს ილია გიორგაძე.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)