19:35 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-26 17:38:18, 577 ნახვა

საზოგადოება
ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა კალე ლაანეტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ესტონეთის თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანზე დელეგაციის წევრებთან და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან - გენერალური შტაბის უფროსთან, ბრიგადის გენერალ ჯონი ტატუნაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ესტონელ კოლეგას თავდაცვის სამინისტროში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ მხარეებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ეროვნულ გვარდიაში, კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics