21:27 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-25 12:45:46, 659 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე: ომბუდსმენის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა, №18 სამკურნალო დაწესებულებაში ექიმი-რეანიმატოლოგი არის

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა, რადგან №18 სამკურნალო დაწესებულებაში ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის.  

„რაც შეეხება ქალბატონი ნინო ლომჯარიას დასკვნას, მასში  ერთი სხვა ფაქტობრივი შეცდომაც იყო – ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამედიცინო დაწესებულებაში", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მანვე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი პირადად მისი ინიციატივით იქნა მოწვეული სამუშაო ჯგუფში. რატი ბრეგაძემ ჯგუფის თითოეულ წევრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა  ქალბატონ ნინო ლომჯარიასთან. იგი პირადად ჩემი ინიციატივით იქნა მოწვეული ამ სამუშაო ჯგუფში და მინდა, მადლობა მოვახსენო ამ ჯგუფის ყველა წევრს, ვინც აქტიურად არის ჩართული პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის საკითხებში", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics