21:26 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-24 11:16:36, 747 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის ძალების სამხედრო პერსონალისთვის SNGP-ის ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა

განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამხედრო სამედიცინო ინიციატივის ფარგლებში თავდაცვის ძალების სარდლობებისა და ქვედანაყოფების სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგი დაიწყო.

კურსი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გახსნა, გერმანელ და ჰოლანდიელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და თავდაცვის ძალებში სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 
ტრენინგს პოლკოვნიკ იურგენ მუნტენაარის ხელმძღვანელობით, მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის/ევროპული სამედიცინო სარდლობის ჯგუფი ატარებს და ქართული მხარისთვის ნატოს წამყვანი სამედიცინო დოქტრინების გაცნობას ისახავს მიზნად. ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები პრაქტიკულ სავარჯიშოებს შეასრულებენ. მსმენელები ბრიგადის საბრძოლო ოპერაციების დროს სამედიცინო დახმარების დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ. 

სამედიცინო შესაძლებლობების ინსტიტუციურ დონეზე განვითარება საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics