|
2021-10-22 14:06:33, 485 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვართ, ბექა ვაჭარაძე მეორე ტურში დიდი სხვაობით მოუგებს გიგი უგულავას
დარწმუნებული ვართ, ბექა ვაჭარაძე მეორე ტურში დამაჯერებლად, დიდი სხვაობით მოუგებს გიგი უგულავას, რომელიც იმ ბოროტების ერთერთი გამორჩეული სახეა, რასაც ნაცმოძრაობა ჰქვია - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფოთში, მერობის კანდიდატთან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დასრულდა შეხვედრები სამეგრელოს რეგიონის 7 მუნიციპალიტეტში, სადაც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება. „დავასრულეთ შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში , 7 მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური ტარდება. ფოთში პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს ვესაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უნდა ვიყოთ მობილიზებული არჩევნების მეორე ტურისთვის. 30 ოქტომბერს ჩვენ გვჭირდება დამაჯერებელი გამარჯვება, ამაში დარწმუნებული ვართ. ფოთში პირველი ტურის შედეგებიც იყო სათანადო, 47 % მიიღო ჩვენმა კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ, შესაბამისად, ყველანაირი საფუძველი არსებობს დიდი სხვაობით გამარჯვებისთვის და ეს ბოლომდეა მისაყვანი. დარწმუნებული ვართ, ბექა ვაჭარაძე მეორე ტურში დამაჯერებლად მოუგებს გიგი უგულავას, რომელიც არის იმ ბოროტების ერთერთი გამორჩეული სახე, რასაც ქვია ნაცმოძრაობა და დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც 9 წლის განმავლობაში ძალიან მძიმედ დაგვამახსოვრდა" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)