|
2021-10-22 13:44:21, 665 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ღარიბაშვილი აანონსებს, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში, ხალხი „დაიჩაგრება“
ღარიბაშვილი პირდაპირ აანონსებს, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში, ხალხი „დაიჩაგრება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება მოსახლეობის მიმართ მიზანმიმართული დანაშაულის განაცხადია. „ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, გარდა სიძულვილის ენისა, არის პირდაპირი დასტური, რომ ხელისუფლება მზად არის საბოტაჟი მოუწყოს საკუთარ მოსახლეობას. პირდაპირ აანონსებს, რომ ოპოზოციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ხალხი “დაიჩაგრება”. კონტროლი აქვს დაკარგული ეს გასაგებია, მაგრამ ის რაც დღეს თქვა არის საკუთარი მოსახლეობის მიმართ მიზანმინართული დანაშაულის განაცხადი", - წერს დეკანოიძე. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში, სადაც არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, პარტიის წევრებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ერთ-ერთ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ რომ გაიმარჯვოს, „ნაბიჯს ვერ გადადგამს“, რადგან ცენტრალური ხელისუფლება „ქართული ოცნების“ ხელშია.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)