08:45 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-18 13:08:46, 687 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის საკანშივე მონახულების მოთხოვნა დააყენონ

ადვოკატი ბექა ბასილაია არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკანშივე მონახულების მოთხოვნა დააყენონ.

აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან განაცხადა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ემზადება.

„როგორც კი ექიმებისგან მივიღებთ შესაბამის რეკომენდაციას, ბუნებრივია, ვიმოქმედებთ რეკომენდაციის შესაბამისად და მე ვფიქრობ, რომ თუ საჭიროება იქნება, პენიტენციურმა სამსახურმა საშუალება უნდა მოგვცეს, რომ საკანშივე მოვინახულოთ მიხეილ სააკაშვილი, რომ ეს დამატებითი სტრესი და დატვირთვა არ იყოს მისი ჯანმრთელობისთვის“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics