|
2021-10-15 10:29:38, 542 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 26-ე კონფერენციის (COP26) წინა შეხვედრას დაესწრო
გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 26-ე კონფერენციის (COP26) წინა შეხვედრა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, საქართველოში ბრიტანეთისა და იტალიის საელჩოების ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. უწყების ცნობით, გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 26-ე კონფერენციის (COP26) ჩატარება ქალაქ გლაზგოშია (2021 წლის 31.10 -12.11) დაგეგმილი. „მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანა ელოდება კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების რიგით 26-ე შეხვედრას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან მკაფიოდ, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული დოკუმენტი. დოკუმენტის საერთაშორისო შეფასებისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, რომელსაც გააჩნია მაღალი სტანდარტით მომზადებული, მთავრობის მიერ დამტკიცებული კლიმატის ცვლილების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, კლიმატის ცვლილება და გარემოს დაბინძურება დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ყოველდღიურობაზე, როგორც ეკონომიკის სხვადასხვა დარგზე და სოფლის მეურნეობაზე, ისე თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ღონისძიების მონაწილეებმა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში ქვეყნების ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს, ისაუბრეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებისა და რისკების დასაძლევად საქართველოს მიდგომებზე. ღონისძიებას იტალიის ელჩი საქართველოში, ენრიკო ვალვო, გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და შესაბამისი საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)