|
2021-10-06 12:06:13, 623 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო: თვითმმართველობის არჩევნები შედგა - შემაჯამებელ ოქმებში ე.წ დისბალანსით მანიპულირება მიუღებელია
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები შედგა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. იოსელიანის განცხადებით, შემაჯამებელ ოქმებში ე.წ დისბალანსი, მანიპულირების თემაა სხვადასხვა ჩართული მხარეებისთვის, რაც მისივე თქმით, მიუღებელია. „2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები შედგა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯაროდ წარმართა ყველა საარჩევნო პროცესი, მათ შორის ხმის დათვლის პროცედურები, რომელსაც უნდა აღინიშნოს, რომ აღბეჭდავდა სპეციალური ვიდეოკამერები. ამ პროცესს აკვირდებოდნენ დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები და მედია. ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვება პირდაპირი ტრანსლირების საშუალებით ყველა დაინტერესებული პირისთვის იყო ხელმისაწვდომი, თუმცა, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ე.წ დისბალანსი, როგორც გასულ წლებში, ახლაც ხდება მანიპულირების თემა სხვადასხვა ჩართული მხარისთვის. საარჩევნო ადმინისტრაცია ცალსახად აცხადებს, რომ წელს არა ერთი ბერკეტი არსებობს, თითოეული მონაცემის დეტალურად შესამოწმებლად და აღნიშნული საკითხით მანიპულირება მიუღებელია“, - განაცხადა იოსელიანმა.
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)