|
2021-10-04 20:18:48, 501 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - 2 ოქტომბრის არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია
2 ოქტომბრის არჩევნებს ჩვენ ვაფასებთ როგორც არასამართლიანს, სადაც საქართველოს მოქალაქეს არ ჰქონდა საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა თავისუფალ და სამართლიან გარემოში და ეს ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. - ამის შესახებ გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად საქართველოში შეიქმნა კონკრეტული ბერკეტი, რომლითაც შეიძლება ვებრძოლოთ და დავამარცხოთ ორპარტიული მმართველობა, რომელსაც აქვს მიდრეკილება ერთპიროვნული მმართველობისკენ. 2 ოქტომბრის არჩევნებს ჩვენ ვაფასებთ როგორც არასამართლიანს, სადაც საქართველოს მოქალაქეს არ ჰქონდა საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა თავისუფალ და სამართლიან გარემოში და ეს ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ, რომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინტერესები, სახელმწიფოს წინსვლა. ჩვენ არასდროს დაგვიყენებია და არ დავაყენებთ პარტიულ ინტერესებს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ამიტომ, თითოეული ჩვენი შემდგომი ნაბიჯი იქნება განპირობებული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. რეალობა არის შემდეგი - ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად საქართველოში შეიქმნა კონკრეტული ბერკეტი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ვებრძოლოთ და დავამარცხოთ ორპარტიული მმართველობა, რომელსაც აქვს მიდრეკილება ერთპიროვნული მმართველობისკენ. რისთვისაც თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს მინდა მადლობა გადავუხადო არის ის, რომ თბილისში და საქართველოს ყველა რეგიონში საკრებულოების დონეზე ვიქნებით წარმოდგენილები და ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ თითოეული ჩვენი მხარდამჭერის ხმის დაცვას. მინდა ღია მხარდაჭერა გამოვუცხადო ბესარიონ ბენდელიანს, რომელიც მეორე ტურში გავიდა ცაგერის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატურაზე და ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული მაჟორიტარის, რომელიც წარდგენილია ჩვენი პარტიიდან მეორე ტურებში, ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ და დარწმუნებული ვართ რომ გავიმარჯვებთ. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ერთპიროვნული მმართველობა,“- განაცხადა გახარიამ.
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)