17:30 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-01 22:39:36, 690 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინაში საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს

უკრაინაში საქართველოს ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.  ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. 

მედიის ინფორმაციით,  ელჩის დაბარება  საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან არის დაკავშირებული. 

"მედიაში ვხედავთ ინფორმაციას უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავების შესახებ. უკრაინაში საქართველოს საელჩოს უფროსი მიწვეულია საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომ მიიღოს ოფიციალური ინფორმაცია ასეთი დაკავების საფუძვლებისა და გარემოებების შესახებ",- წერს უკრაინის დიპლომატიური დეპარტამენტის სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო Twitter​-ში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დღეს დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics