18:27 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-29 13:52:26, 319 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ტყემალაძემ წინასაარჩევნო შეხვედრა მრგვალ ბაღში გამართა

"ქართული ოცნების" ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას ამჯერად მრგვალ ბაღში შეხვდა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და  განაცხადა, რომ ორი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, თბილისში დაწყებული წარმატებული რეფორმებისა და მასშტაბური პროექტების განხორციელება კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

"საარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება და ჩვენ მოსახლეობასთან,  კამპანიის ფარგლებში, ბოლო შეხვედრებს ვმართავთ. ამჯერად, ვაკის მოსახლეობას მრგვალ ბაღში შევხდი.ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, სადაც ქალაქის და კონკრეტულად ვაკის შემდგომი განვითარების შესახებ ჩვენი ხედვები გავცვალეთ. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს აქტიურობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მათი  ჩართულობით, ჩვენ, ყველანი ერთად, ამ რაიონის შემდგომი განვითარებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics