|
2021-09-22 12:17:06, 885 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი ჩანაწერებზე - არ გვეგონა, რომ ისეთი მეგობარი ქვეყანა, როგორიც საქართველოა ასეთ ნაბიჯს გადადგამდა
არ გვეგონა, რომ ისეთი მეგობარი ქვეყანა, როგორიც საქართველოა ასეთ ნაბიჯს გადადგავდა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა სავარაუდოდ სუს-ის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ჰარცელის ინფორმაციით, საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, უკვე დაიბარეს ბრიუსელში. „ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ამ მოსმენების საკითხს, რომელიც ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება. არ გვეგონა, რომ ისეთი მეგობარი ქვეყნა, როგორიც საქართველოა ასეთ ნაბიჯს გადადგავდა. საქართველოს ელჩი ევროკავშირში უკვე დაიბარეს ბრიუსელში და მასთან ამაზე საუბარი აუცილებლად იქნება. ამ ფაილების მოცულობა საკმაოდ დიდია და დეტალებში შესვლა არ მინდა. ზოგადად, ბევრი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური შეიძლება მიმართავდეს ასეთ ხერხს, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ტერორიზმისგან და მსგავსი საფრთხეებისგან დაცვას, თუმცა ეს უნდა ხდებოდეს დიდი სიფრთხილით“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)