01:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-20 20:02:37, 659 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით , არჩევნებში „ერთიანი რუსეთი“ ლიდერობს

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ბიულეტენების 99.84 %-ის დათვლის შედეგად, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. ხმები სამ პარტიაზე შემდეგნაირდ ნაწილდება:

პირველ ადგილზეა  „ერთიანი რუსეთი“ 49.83 %-ით. მეორე ადგილზეა "რუსეთის კომუნისტური პარტია" - 18.94%-ით. მესამე ადგილზე კი "ლიბერალ-დემოკრატიული პარტია" - 7.52 %-ით.

 რავ შეეხება სათათბიროს ქვედა პალატას, აქ  ასევე გადიან შემდეგი პარტიები: „სამართლიანი რუსეთი“ – 7.47 % და „ახალი ადამიანები“ – 5.33 %-ით.

გარდა ამისა, წინასწარი მონაცემებით, „ერთიანი რუსეთი“ იმარჯვებს 198 ერთმანდატიან ოლქებში, „კომუნისტური პარტია“ – 9 ოლქში, „სამართლიანი რუსეთი“ - 8 ოლქში.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ირჩევა ხუთი წლის ვადით შერეული სისტემით: 225 დეპუტატი პარტიული სიით, 225 ერთმანდატიან ოლქებში ერთ ტურში.

არჩევნები 19 სექტემბერს დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics