22:18 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-20 16:36:32, 491 ნახვა

საზოგადოება
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ საარჩევნო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ საარჩევნო  პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებენ რომ, პოლიტიკური პარტია „ლელოს“ მიერ გავრცელებული განცხადება მცდარია.

გვსურს, გამოვეხმაუროთ პოლიტიკური პარტია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ მცდარ  ინფორმაციას, თითქოს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბანერების ნაცვლად, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო  პლაკატები განთავსდა.

„თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული პროექტის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ შპს „ალმასთან“, საინფორმაციო სარეკლამო მასალების გარე კონსტრუქციებზე განთავსების მომსახურების შესახებ კონტრაქტი გაფორმდა. რომლის თანახმად, აღნიშნული პროექტის სარეკლამო ბანერები 2021 წლის 20 აპრილიდან, ამავე წლის 19 ივნისამდე უნდა განთავსებულიყო.  ამ მიზნით, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“  ორგანიზაცია „ალმასგან“ ყოველთვიურად, 275 კვადრატული მეტრი ფართობის სარეკლამო სივრცეს ქირაობდა. ვინაიდან, 2021 წლის 19 ივნისს, მათ შორის დადებული კონტრაქტი დასრულდა, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბანერები ჩამოიხსნა და ამაზე პასუხისმგებელი შპს „ალმა“ გახლავთ.“ - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც  თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics