|
2021-09-14 22:19:08, 483 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ მარშალ გელოვანის სახელობის ახლადრეაბილიტირებული პარკი დაათვალიერა
ვაკის რაიონში მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული პარკი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაათვალიერა. - ამის შესახებ ინფრომაცის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე თქმით, კახა კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ პარკს და დაიცვან ის ვანდალიზმისგან. „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცის პროექტი დავასრულეთ. ეს სივრცე მთლიანად მოუწესრიგებელი იყო, პროექტის ფარგლებში კი სრულად განახლდა, მოწესრიგდა და გამწვანდა მოეწყო ბავშვებისთვის დასასვენებელი სივრცე, ატრაქციონები, განახლდა შადრევანი, რომელიც, ფაქტობრივად, განადგურებული იყო, ახლა კი ხედავთ, როგორი ლამაზია, განსაკუთრებით, როდესაც ბინდდება და მხატვრული მინათებები ფერს იცვლის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. ახლა მას სჭირდება გაფრთხილება. მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე ვიღებთ. ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ ვანდალიზმის ფაქტები მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა. "პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 000 კვ. მ ფართობზე ჩატარდა. პარკში განახლდა საბავშვო მოედანი და საფეხმავლო ბილიკი, შეიცვალა პანდუსები და განთავსდა საბაღე ფურნიტურა. ამასთან, დამონტაჟდა სასმელი წყლის შადრევანი, სარწყავი და განათების სისტემა. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტირდა არსებული შადრევანი და მის მიმდებარედ დამატებით გამწვანებული თარგებიც მოეწყო, შესაბამისად, მწვანე არეალის მოცულობაც გაიზრდა. მარშალ გელოვანის სახელობის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს. კახა კალაძესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები."- ნათქვამია განცხადებაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)