12:22 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-14 13:37:02, 2092 ნახვა

ომი უკრაინაში
ივანე ჩხეიძე შემოდგომაზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას ვარაუდობს

არ ველოდებით, რომ მე-5 ტალღა ისეთივე მძიმე და სერიოზული იქნება, როგორიც მე-4, მაგრამ მოსალოდნელია, შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობის მომატება აღინიშნოს. - ამის შესახებ "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნისთვის დამანგრეველი ტალღის ერთადერთი  პირობა იქნება თუ ახალი მუტაცია გამოჩნდება.

„ქვეყნისათვის მართლაც დამანგრეველი ტალღის ერთადერთი პირობა იქნება თუ ახალი მუტაცია გამოჩნდება. „დელტა ვარიანტის“ „მაქსიმალური“ შესაძლებლობები გამოვლენილია: 17 აგვისტოს 6 208 შემთხვევა გვქონდა. ეს პიკი იყო და შესაბამისად ინფიცირებულთა რაოდენობა თანდათან მცირდება.

მეხუთე ტალღა შესაძლებელია, იყოს ქვეყანაში, მაგრამ ამის უკან იდგება, ალბათ, არა ახალი მუტაცია, არამედ ის ფაქტორი, რაც შემოდგომა-ზამთრის სეზონთანა დაკავშირებული, ანუ აცივება, რაც, ავტომატურად, იწვევს მეტი ადამიანის თავმოყრას დახურულ სივრცეში. ეს ინფექციის გადაცემას აიოლებს.

არ ველოდებით, რომ მე-5 ტალღა ისეთივე მძიმე და სერიოზული იქნება, როგორიც მე-4, მაგრამ მოსალოდნელია, შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობის მომატება აღინიშნოს. მთავარია, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
Procter & Gamble-მა სანქცირებულ TV იმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics