04:13 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-13 22:14:58, 518 ნახვა

საზოგადოება
ჩაქვის ძალოსანთა ბაზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ქობულეთში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩაქვის ძალოსანთა სავარჯიშო ბაზის  მშენებლობის  მიმდინარეობას გაეცნო და აღნიშნა, რომ ახალი სივრცე სპორტსმენებისთვის, შეჯიბრებისთვის სრულფასოვან მომზადებას უზრუნველყოფს.-ამის შესახებ ინფორმაციას  აჭარის მტავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

,,ჩაქვის ძალოსნობის ახალი დარბაზის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროგრესი ხელშესახებია. უკვე გაისად ვგეგმავთ, რომ დასრულდეს და  შევიდეს ექსპლუატაციაში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ძალოსანს ჰქონდეს ღირსეული პირობები როგორც მოსამზადებლად, ასევე საერთაშორისო შეჯიბრების გამართვის კუთხით. ეს არ არის მხოლოდ ერთი პროექტი, რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტში განვახორციელებთ. ძალიან მალე იგეგმება რაგბის ახალი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონის მშენებლობა და ეს ერთიანად შეკრავს ახალ სპორტულ ეპიცენტრს ჩაქვში და ქობულეთში, როგორც აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

"ჩაქვის ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ბაზის შენობა მოიცავს სავარჯიშო დარბაზს, მოსასვენებელ სივრცეს, საკონფერენციო დარბაზს, ოფისებს და სასტუმრო ზონას. ბაზის შენობა და ყველა სახის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირებზე."-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics