04:14 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-13 17:34:58, 467 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე - შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად გავაგრძელებთ მთაწმინდის რაიონის განვითარების შეუქცევად პროცესს

მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე იაშვილის, ბერიძის, ჩაიკოვსკისა და ჭონქაძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივ მცხოვრებლებთან მთაწმინდის რაიონის განვითარების გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილა და უბნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით მათი პოზიციები მოისმინა.

ზურაბ აბაშიძე: „შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად გავაგრძელებთ მთაწმინდის რაიონის განვითარების შეუქცევად პროცესს, რაც, ავარიული შენობების ჩანაცვლებასა და ინფრასტრუქტურის განახლებასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანს – ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნას და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვას გულისხმობს."

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, მოსახლეობის ჩართულობით და ერთობლივი ძალებით მთაწმინდის რაიონში ვითარება აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ: მოეწყობა სკვერები, განახლდება ინფრასტრუქტურა, აშენდება სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოები.

მოსახლეობასთან შეხვედრაში მონაწილეობა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიგა ახვლედიანმა და საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ლევან აბაშიძემაც მიიღეს.

ზურაბ აბაშიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს მომავალშიც რეგულარულად გააგრძელებს და ეტაპობრივად მთაწმინდის რაიონის ყველა ქუჩაზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნობა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics