23:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-09 19:34:46, 754 ნახვა

მსოფლიო
ქაბულიდან დასავლური ძალების ევაკუაციის შემდეგ პირველი საერთაშორისო კომერციული რეისი შესრულდა

ქაბულის აეროპორტიდან, პირველი საერთაშორისო კომერციული თვითმფრინავი გაფრინდა  მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი დაასრულეს.- ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს

მათი ცნობით, რეისი „კატარის ავიახაზებმა“ განახორციელეს.

„აეროპორტი დაახლოებით 90%-ით,  მზად არის ოპერაციებისთვის, მაგრამ მისი გახსნა თანდათანობით იგეგმება, ეს არის ისტორიული დღე ავღანეთის ისტორიაში, რადგან ქაბულის აეროპორტი სრულად ფუნქციონირებს. ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით ... მაგრამ ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ აეროპორტი შესაფერისია ნავიგაციისთვის,”,-თქვა „კატარის“ სპეციალურმა წარმომადგენელმა მუტლაკ ალ-ყაჰტანმა.

„კატარის ავიახაზების”  თვითმფრინავი დღეს ადრე ჩავიდა ქაბულში, იქიდან იგი გაემგზავრა დოჰაში,ბორტზე   მგზავრებით, მათ შორის უცხოელების დიდი ჯგუფით.

თალიბანის სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა მადლობა გადაუხადა კატარს აეროპორტის ფუნქციონირებაში დახმარებისა და ავღანეთის ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

”უახლოეს მომავალში აეროპორტი მზად იქნება ყველა სახის ფრენისთვის, მათ შორის კომერციული ფრენებისთვის”, - განაცხადა მუჯაჰიდიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics