11:15 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-09 12:07:09, 528 ნახვა

საზოგადოება
9 სექტემბერი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაარსების დღეა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაარსებიდან 30 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით „არმი ჰოლში“ საზეიმო ღონისძიება გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყების თანამშრომლებს თავდაცვის სამინისტროს დაარსების დღე მიულოცა, სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, 25 ან მეტი წლის ნამსახურების მქონე თანამშრომლებს და თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.

დღესვე, ჯუანშერ ბურჭულაძემ 20 დან 25 წლამდე ნამსახურების მქონე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლები და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას, 1991 წლის 9 სექტემბრის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა. დოკუმენტის მიხედვით საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული არმიის ჩამოყალიბება და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics