|
2021-09-08 11:35:14, 587 ნახვა
საზოგადოება
ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური პლატფორმა შექმნა
ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური პლატფორმა შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალი პლატფორმის მეშვეობით ადამიანის კოვიდსტატუსზე ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი. „კერძოდ, კოვიდ საშვით კომპანიები მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორის კოვიდ სტატუსის შემოწმებას შეძლებენ. ახალი პლატფორმის დანერგვის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა განაცხადა. ბექა ფერაძის განმარტებით, ბიზნესოპერატორები სტუმრის დასაშვებად სწორედ ამ აპლიკაციით იხელმძღვანელებენ, განისაზღვრება მწვანე ზონები და მოქალაქეები სასურველ სერვისს უსაფრთხოდ მიიღებენ. პლატფორმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შეიქმნა და მისი გაცნობა ბიზნეს სექტორისთვის უახლოეს დღეებში იგეგმება. ბიზნესოპერატორების მხრიდან აპლიკაციის გამოყენება სარეკომენდაციო ხასიათისაა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)