14:36 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-04 12:53:22, 557 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - ოფიციალური სტატისტიკით სააკაშვილის დროს, 219 ათასი ადამიანით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა და ჩვენ დროს 10 ათასით არის გაზრდილი

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის დროს, 219  ათასი ადამიანით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა, ხოლო მოქმედი ხელისუფლების  პერიოდში 10 ათასით გაიზარდა.

„მუდმივად მიდის აპელირება და კრიტიკა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში მოსახლეობა შემცირდა და ასე შემდეგ. ამ დროს, რომ შევადაროთ, წინა ხელისუფლების დროს, სააკაშვილის დროს, ეს ოფიციალური  სტატისტიკური მონაცემებია, 219  ათასი ადამიანით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა და ჩვენ დროს, რა თქმა უნდა,  მცირედი ზრდაა და ეს სატრაბახო ნამდვილად არ არის, მაგრამ როცა საუბარია ფაქტებზე  და  სიმართლეზე, სიმართლე უნდა ვუთხრათ მათ - ჩვენს მოსახლეობას. 10 ათასით არის გაზრდილი, რა თქმა უნდა, მცირედით არის გაზრდილი, მაგრამ როცა საუბარია ასეთ უსაფუძვლო კრიტიკაზე, აქვე აუცილებელია, ფაქტები მოვიყვანოთ და სიმართლე ვუთხრათ ჩვენს მოსახლეობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
FIFA-მ შესაძლოა, IOC-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთის გუნდების აკრძალვა მოხსნას
ზიდანი დაბრუნდა! მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics