16:50 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-03 13:21:10, 544 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია - ჰოსპიტალში მოხვედრილი ინფიცირებული პირების უდიდესი ნაწილი არავაქცინირებულია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცახდებით, ჰოსპიტალში მოხვედრილი კორონავირუსით ინფიცირებულების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ არის და გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობაც სწორედ არავაქცინირებულ პირებში ფიქსირდება.

თამარ გაბუნიას თქმით, გარდაცვალების შემთხვევები უმეტესად 70 წელს ზემოთ მოსახლეობაშია.

„ჰოსპიტალში მოხვედრილი ინფიცირებული პირების უდიდესი ნაწილი არავაქცინირებულია. გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილიც არის არავაქცინირებულ პირებში. რაც შეხეება ასაკობრივ სტრუქტურას - გასულ ტალღებთან მიმართებით მიმდინარე ტალღაში ასაკობრივ სტრუქტურაში განსხვავებას ვერ ვხედავთ. ისევ დომინანტური რჩება გარდაცვალების შემთხვევები მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, 70 წელს ზემოთ ასაკში. სხვა ასაკობრივ ჯგუფებში გარდაცვალება ერთეულია. მსგავსი იყო გასული ტალღების პერიოდშიც. საყურადღებო ფაქტორი, რაც გარდაცვალებასთან მიმართებით სახელდება, არის დროული მომართვა კლინიკაში, რისთვისაც პირველადი ჯანდაცვის ექიმები აქტიურად მუშაობენ და როგორც კი პირველი საგანგაშო ნიშნებია სახეზე, მაშინვე ხდება პაციენტის გადამისამართება კლინიკებში“,- განაცხადა გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics