22:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-30 15:35:43, 953 ნახვა

მსოფლიო
„თალიბანის" პრესსპიკერი- ამერიკულების მიერ დრონით თავდასხმის შედეგად, ქაბულში სამოქალაქო პირები დაიღუპნენ

ამერიკულების მიერ დრონით  თავდასხმის შედეგად,  ქაბულში სამოქალაქო პირები დაიღუპნენ-ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიას „CGTN” „თალიბანის“ პრესსპიკერმა განუცხადა.

ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებით, ამერიკელი პილოტებს სავარაუდო ქაბულის აეროპორტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორიტი ჰყავდათ მიზანში, საბოლოოდ კი შვიდი სამოქალაქო პირის სიცოცხლე იმსხვერპლეს. მან დაგმო შეერთებული შტატების ქმედება, მისი თქმით, აშშ-ს შეტევამდე  უნდა მოეხერხებინა „თალიბანის“ ინფორმირება.

”თუკი ავღანეთში არსებობდა რაიმე პოტენციური საფრთხე, ის უნდა შეეტყობინებინათ ჩვენთვის და არა  უნდა ემოქმედათ თვითნებურად, მათმა თავდასხმამ გამოიწვია სამოქალაქო მსხვერპლი,” - თქვა მუჯაჰიდმა

პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თვითმკვლელი ტერორისტი  ემზადებოდა ქაბულის აეროპორტზე თავდასხმისთვის, სადაც ამერიკელი სამხედროები ავღანეთიდან ევაკუაციის  ბოლო ეტაპზე იმყოფებოდნენ , მათი ცნობით, ტერორისტი „ისლამური  სახელმწიფოს“ სახელით,  აპირებდა თავდასხმას.

შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ იგი იძიებს ცნობებს, კვირას მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპული სამოქალაქო პირების შესახებ.

”ჩვენ ვიცით, რომ იყო ძლიერი აფეთქებები, რაც  გამოიწვია მანქანის განადგურება, ეს მიუთითებს იმაზე რომ , ავტომობილში  დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი  იყო, სწორედ ამას შეეძლო გამოეწვია მსხვერპლი- ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics