13:53 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-25 10:32:35, 478 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ტყემალაძე წყნეთის მოსახლეობას შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვაკის რაიონში,  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე  წყნეთის მოსახლეობას შეხვდა.  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა-ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელთა მოგვარებაც მაჟორიტარობის კანდიდატს ჯავახიშვილის, კოსტავას, საირმის და ჩოლოყაშვილის ქუჩების მცხოვრებლებმა სთხოვეს.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, წყნეთში გასული ოთხი წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი, მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა არის რიგი საკითხები, რომლებიც ადგილობრივებისთვის აქტუალურია. მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით,  მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების გადაჭრა ეტაპობრივად დაიწყება.

„წყნეთის მოსახლეობასთან ერთად, დღეს ყველა ის საკითხი განვიხილეთ, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია. ძალიან მიხარია, რომ ადგილობრივები საკუთარი უბნის პრობლემების გადაჭრაში აქტიურად არიან ჩართულნი და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი ოთხი წელი, მათთან  თანამშრომლობით კიდევ უფრო წარმატებული იქნება"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისის ერთ-ერთი მაღაზია ერთ თვეში მეოთხედ გაძარცვეს
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
მეუღლის საფლავის მოპირკეთებას დაჰპირდა, 10 300 ლარი გამოართვა, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია
სტავროპოლის ოლქში ნავთობის საწყობზე თავდასხმა განხორციელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics