18:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-17 01:49:19, 747 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი - ავღანეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღსადგენად წარმატების მიღწევა სამხედრო ძალით ვერ მოხდება

ავღანეთში არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღსადგენად წარმატების მიღწევა სამხედრო ძალით ვერ მოხდება. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

 ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარიგებამ თალიბანთან, ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ქვეყანაში 15 000-დან 2 500-მდე შეამცირა. მისივე თქმით, ტრამპის გარიგება თალიბანთან ითხოვდა, აშშ -ს ძალების დატოვებას 2021 წლის 1 მაისამდე. 

"2001 წლიდან, თალიბანი სამხედრო თვალსაზრისით  ყველაზე ძლიერი იყო. არჩევანი, რომელიც მე უნდა გამეკეთებინა, როგორც ამერიკის პრეზიდენტს, იყო ამერიკული ძალების ამ ქვეყნიდან გაყვანა, ან კიდევ ათასობით სამხედროს ავღანეთში გაგზავნა "ომის მესამე ათწლეულის" დასაწყებად". - ამბობს ბაიდენი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics